საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 259 313 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%);

ბ) ტრანზიტი – 151 806 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,9%);

გ) სხვა – 196 870 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 32,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+9,1%), რუსეთიდან (+30,3%), თურქეთიდან (+2,4%), უკრაინიდან (-2,3%) და ირანიდან (+76,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 29%, 21%, 17% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (75%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, ოქტომბერი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები