საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში”  საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა დღეს, 16:30 საათზე შედგება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ჰარი ილან ლაუფერი დაესწრებიან.  სხდომის ბოლოს საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს ხელი მოეწერება.

კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ. სხდომაზე ასევე ისაუბრებენ  ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები