დიმიტრი ქუმსიშვილი: გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული

პირველმა ვიცე-პრემიერმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში  მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მლნ ადამიანს, არამედ 2.3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ეს შეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები