დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარადგენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2018 – 2021 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტის წევრებს აგრეთვე წარუდგენს ინფორმაციას 2017 წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებისა და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები