ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6297 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0625 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0380 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები