თეა წულუკიანი: Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც ოდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას

საქართველოს იუსტიციის მინისტრიs თეა წულუკიანის განცხადებით, Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. მინისტრმა ყველა საჯარო მოხელეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვისარგებლო ამ შემთხვევით იმისათვის, რომ თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა გადავუხადო მადლობა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც ოდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას ამ შეფასების შედეგად. ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნესრეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში.

ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ, რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს.

თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯარო რეესტრისა, ასევე ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღრსულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებში”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები