აბდულა მუჰამედ ალ შეიხი საქართველოში არაბული ბიზნესის უფრო მეტად განვითარებით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.

საუბარი ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას შეეხო. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სთავაზობს. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.

საუბარი ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონსტრუქციულ პოლიტიკას შეეხო, რომელიც  მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

მხარეებმა ყურადღება არაბეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმეს. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები