ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს გაამყარებს, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ნინო ჯავახაძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.  დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  დენის ო დონოვანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.

„მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5  დღიანი ოფიციალური  ვიზიტით სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები