თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას ეითნი თრინორი გაუწევს

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტი, მრავალი კონფერენციის პროფესიონალი მოდერატორი და ფასილიტატორია. ის დუბაიში მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ატარებს  ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განვითარების საკითხებზე.

ეითნი თრინორი OPEC-ის კონფერენციებისა და ვებტრანსლაციის ოფიციალური მოდერატორია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  მუშაობდა, უძღვებოდა და მოდერატორობას მრავალ საერთაშორისო ფორუმს უწევდა, მათ შორის ისეთ კონფერენციებს, როგორიცაა SPE ყოველწლიური ტექნიკური კონფერენცია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, WFES, ADIPEC, მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, აფრიკის გლობალური ბიზნესფორუმი და ა.შ.

თრინორი არის CNBC Arabia-ს  სპეციალური კონსულტანტი. იგი ასევე ამზადებდა სატელევიზიო ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტად მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ABC News, Sky News, BBC World და CNBC Europe.  მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპაში ტელეკომპანია Bloomberg-ის დაარსებაში.

თრინორის რესპოდენტების სიაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წამყვანი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი და მაღალი რანგის ბიზნესმენია.

თრინორს დამთავრებული აქვს დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და კოლუმბიის კოლეჯი ჩიკაგოში. ეითნი თრინორი ასევე ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

 

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/148-eithne-treanor

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები