ზურაბ ალავიძე: წელს საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გახსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ღონისძიება საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ესტონეთს შორის წარმატებულ პარტნიორულ თანამშრომლობასა  და 25 წლიან დიპლომატიური ურთიერთობის მიღწევებზე ისაუბრა.

“აღსანიშნავია ის წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განვავითარეთ. მიმდინარე წელს საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა  არის გაზრდილი. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საინვესტიციო კუთხით და ტურიზმის მიმართულებით”,- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს მსჯელობა რა გზით იქნება შესაძლებელი  ესტონელები ჩაერთონ ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და როგორ შეიძლება გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა.

ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.

დელეგაციის ინტერესს ინფრასტრუქტურული პროექტები, უძრავი ქონება, არქიტექტურა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები