კახა კალაძე: KFW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს

„გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მეტროს რეაბილიტაციისთვის ინვესტიციები განახორციელოს“, – ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ (KFW) წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კალაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ბანკის წარმომადგენლები მზად არიან ქართულ მხარესთან რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლონ. ”ზოგადი მიმართულებები ვუთხარით, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მოვისმინეთ მათი პოზიცია, რომელი მიმართულებით აქვთ ინტერესი. მზად არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაში მიიღონ მონაწილეობა, ასევე ენერგოეფექტურობის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ვინმეს მხრიდან ინიციატივა ქარის სადგურების და მზის პანელების პროექტის განხორციელების. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, როგორც ავტობუსების განახლების მიმართულებით, ასევე მეტროს სარეაბილიტაციო თანხების გამოყოფაზე გამოთქვეს მზადყოფნა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან გავივლით კონსულტაციებს და რამდენიმე ხანში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები პროექტებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები