ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის თურქი მრჩევლი მედლით დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მრჩეველი, მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა.
ლელა ჩიქოვანმა მაიორ ტოლგა კიპს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის თურქი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თებერვლიდან ასრულებდა. მას მისი კოლეგა მაიორი იბრაჰიმ პოლატი შეცვლის.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები