„ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით–„UFO“ მალე თბილისს ეწვევა (ვიდეო)
გალაქტიკური პეიზაჟები , კოსმოსური ფრენები და არაამქვეყნიური სილამაზე – ტურნეს ფარგლებში მოსკოვის სახელმწიფო ცირკი, ძმები „ზაპაშნები“ მსოფლიოში აღიარებული პროგრამით „UFO” უკვე ბაქოს ეწვია. დასი – 90 არტისტის შემადგენლობით 4 ნოემბრის წარმოდგენისთვის ემზადება , რის შემდეგაც ისინი საქართველოსკენ აიღებენ გეზს. 7 ნოემბრიდან თბილისს ეწვევიან და სპორტის სასახლეში მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მსახიობებით და ჟონგლიორებით დაკომპლექტებული პროექტი „UFO” – 11 ნოემბრისთვის დაგეგმილი ჩვენებისთვის დაიწყებს მზადებას.
„UFO“ – ეს არის ფანტასტიური საცირკო შოუ, სპექტაკლის სიუჟეტი, რომელიც ვითარდება კოსმოსური თეფშის ბორტზე, ხომალდის დაუპატიჟებელი სტუმარია , უცხოპლანეტელი რომელიც დედამიწას ევლინება. ამ ფანტასტიური საცირკო შოუსგან მაყურებლებს ელით თავგადასავლები , ფრენა კოსმოსური ხომალდით და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მოგზაურობა, ასევე ცირკის სივრცეში, შეხვედრა საიდუმლოებით მოცულ არსებებთან. საცირკო ნომრები წარმოდგენილი არის არაადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, რომელსაც წარმოადგენენ აკრობატები,გიმნასტები, ჟონგლიორები, კლოუნები და სხვა არტისტები. შოუში, გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე განათების და ლაზერული ინსტალაციების სისტემები, გახმოვანების და ვიდეოს ახალი ტექნოლოგიები, ქმნიან ღრმა პლანეტური ნიმუშების სივრცის შეგრძნებას.
მხოლოდ ერთი დღით, 11 ნოემბერს, სპორტის სასახლეში ქართველ მაყურებელს ჯერ არნახული შოუ ელის. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპორტის სასახლის სალაროში და საიტებზე: bileti.ge; tkt.ge



