ფერმერებს სასწავლო-პრაქტიკული სემინარები უტარდებათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერმერებისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარები სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში ჩაატარეს. 500-ზე მეტმა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, განსაკუთრებული ყურადღება გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად და დროულად გამოყენების საკითხებს დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფერმერების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.

ფაროსანას მიერ ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთის რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

გადამზადების კურსს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაივლიან, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე საჭირო რეკომენდაციები ადგილზე ოპერატიულად მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები