მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ეკონომიკისა და ჯანდაცვს სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ

ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტყიბულში ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გარდაცვლილია დავით ფორჩხიძე. ის ერთ-ერთ რთულ მონაკვეთზე, მეექვსე უბანზე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები