კერძო დაზღვევის დაკარგვისას, მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოკლე დროში ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რაიმე მიზეზით დაკარგავენ კერძო სადაზღვევო პაკეტს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ვადაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფილ პაკეტში ჩაერთონ.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო ბაზების განახლება მოხდება არა ერთჯერადად, არამედ როგორც სადაზღვევო ინდუსტრიას, ასევე კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს ბაზებზე ონლაინ წვდომა ექნებათ და ადამიანი, რომელიც დაკარგავს კერძო სადაზღვევო ნაბიჯს, საშუალება ექნება ძალიან მოკლე ვადაში ჩაერთოს სრულყოფილ პაკეტში.

“მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი – მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო ბაზები არა ერთჯერადად განახლდება, არამედ მასთან წვდომა სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ ექნებათ. ადამიანი, რომელიც რაიმე მიზეზით დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, მას შესაძლებლობა ექნება, ძალიან მოკლე ვადაში ჩაერთოს საყოველთაო პაკეტში. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს დისკრიმინაცია აღმოიფხვრა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განმარტებით, წინა წლებში კერძო დაზღვევის მქონე ადამინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები