ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გერმანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ანდრეას გლოდე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მრჩევლის პოზიციაზე ასევე გერმანელი, კონრად ვუდტკე შეცვლის, რომელიც დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი, ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე და სპეციალური ოპერაციების ძალების მრჩეველი პოლონეთიდან. ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში მუშაობას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა.