„წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ“ – მეჭიაური ბოდიშს იხდის

ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის, – ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური მის მიერ „რუსთავი 2“ ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის. ნერვები ვერ მოვთოკე… p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ, მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ არა ამ არსებასთან“, – წერს მეჭიაური ფეისბუქში.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიაური ერთმანეთს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გუშინ დაუპირისპირდნენ.

მეჭიაურმა ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები