კახა კალაძე: ზუსტად მასშტაბური პროექტების განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“

რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება,-ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მთავარი თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მასშტაბური მნიშვნელობის პროექტები ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც ქვეყნის ეკონომიკასა და წინსვლაზე დადებითად აისახება.
„რაც შეიძლება მეტი პანორამა თბილისი გვჭირდება და მეტი ასეთი მნიშვნელობის პროექტი ჭირდება თბილისს, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა ყველამ იცით რაც არის. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მეტს არაფერს. ასეთი სულელებიც არ არიან, იციან რა მნიშვნელობის არის ქალაქისთვის ასეთი პროექტები, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის და ამიტომ იყო ეს წინააღმდეგობა, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესს, ყველა იმ ადამიანს ვინც ქალაქის განვითარებაში თითო აგურს დადებს,-განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე „სითი პარკის“ საქმიანობაზეც ისუაბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანია არაკანონიერად მუშაობს.
„რაც შეეხება სითი პარკს ჩვენ ამ კომპანიის მიმართ გვექნება სამარძთლებრივი მიდგომა. რა ინფორმაციაც ჩცვენ გვაქს და რა ფაქტებიც არსებობს დღეს ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად,-აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები