დავით ზალკალიანი პალერმოში გამართულ ეუთო-ს მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იტალიის ქალაქ პალერმოში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს მასპინძლობით ეუთო-ს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებისა და ეუთო-ს ხმელთაშუაზღვისპირა პარტნიორი ქვეყნების მინისტრებმა რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა.  მან ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე მიგრაციის გამოწვევებთან გამკლავების კუთხით და აღნიშნა, რომ ეუთო-ს დღის წესრიგში აქტიურად უნდა განიხილებოდეს ეუთო-ს სივრცეში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის და თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტირიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების უფლებების უხეშ დარღვევაზე  და ეთნიკური წმენდის  პოლიტიკაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ხაზი გაუსვა 2017 წლის სექტემბერში სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტს, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართულ მცდელობას. ​

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები