თამარ ხულორდავა ტალინში, ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2017 წლის 25-27 ოქტომბერს, ესტონეთის ქალაქ ტალინში გაიმართება.
„საზოგადოებისთვის ხელშესახები შედეგები: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლისათვის და მომავალში”, თემატიკას დიდწილად აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი განსაზღვრავს.
წლევანდელი ღონისძიება ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკური განვითარებისადმი ინკლუზიურ მიდგომებს ასევე, მედიის კომპეტენციის განვითარებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების როლს მიეძღვნება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ისაუბრებს თემაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი”.
ღონისძიება ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის მიერაა ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები