უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი თქვა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ამის შესახებ კიევში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს სიახლე- თუ კი ადრე ვაცხადებდი, რომ მას გააჩნია სტატუსი, რომელიც გამორიცხავს მისი დეპორტაციის ან ექსტრადირების რაიმე გზას, ახლა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა მას დევნილის სტატუსის მიღებაზე, რომელთან დაკავშირებითაც მას განცხადება ჰქონდა დაწერილი. ბატონმა სააკაშვილმა, როგორც ყოველთვის არ მიმართა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით. ამიტომაც ის ახლა აპატრიდია, ყველანაირი სპეციალური გარემოებების გარეშე, რომლებიც გამორიცხავდნენ მის დეპორტაციას ან ექსტრადიციას. და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ეს ზუსტად იცის”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები