მარიამ ჯაში საღვთისმეტყველო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მე-6 საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა მეუფე სტეფანეს ღვაწლს მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილების მოძიებაში. „ღმერთმა ინება, რომ მე-14 საუკუნის შემდეგ აღმოჩენილი იქნა ქრისტიანობისთვის წამებული მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები საქართველოში”,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მან ყურადღება გაამახვილა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, მეუფე იოანესთან ერთად კომიტეტის თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ერთობლივად უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოხდეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის უდიდესი ტრადიციების გაძლიერების შესაძლებლობების განხილვა. არსებობს კონკრეტული გეგმა, რომ 900 წლის ტრადიცია გაძლიერდეს და საქართველო აღმოსავლეთის ქრისტიანულ მეცნიერებათა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცეს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელიც მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის, მთავრობის, საპატრიარქოს და მეცნიერთა ერთობლივი თანამშრომლომის კუთხით.

„საქართველოში არაერთი წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს. ჩვენი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბევრად უფრო ცნობილი და მიმზიდველი ცენტრი მართლმადიდებლური მრევლისა და პილიგრიმებისთვის, რადგან გვაქვს უდიდესი საუნჯე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მინდა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით დაგიდასტუროთ ამ მიმართულებით ხელშეწყობისთვის მზაობა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც მან აღნიშნა, მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფოდ შედგომა.

„შუძლებელია განათლებული თაობების და ცოდნის გენერირება, თუ არ გვექნა ფუნდამენტური მეცნიერებების წარმოების შესაძლებლობები. ამ კუთხით ფასდაუდებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს სამეცნიერო ისტორიაში. პირველი მთარგმნელობითი საქმიანობები, რომლებიც გელათის აკადემიაში, იყალთოს აკადემიაში და მთელ ეპარქიებში მიმდინარეობდა, იყო საფუძველი არა მხოლოდ თეოლოგიის, არამედ ქართველოლოგიის და, ზოგადად, კავკასიური მეცნიერებების განვითრების თვალსაზრისით. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები