საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დასავლეთ უდაბნოში, ოაზის ბაჰარიასთან ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველო მკაცრად გმობს 21 ოქტომბერს, ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენაა მიმართული. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები