ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცესკოს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 55,73 %–იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა.
დათვლილია 3644–ვე უბანი.
რაც შეეხება დედაქალაქს, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბით პარტია „ქართულ ოცნებას“ 53,06%–იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა.
საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავს: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 53.06 % (151 899 ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.65% (68432 ხმა); “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 9,18% (35586 ხმა); “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.62% (21779 ხმა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები