გიორგი ვაშაძე: დაქსასული ოპოზიციის პირობებში „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა “იმედის კვირასთან” პირდაპირ ეთერში არჩევნების შედეგები შეაფასა. ვაშაძის თქმით, ახალ პოლიტიკურ სტარტაპს კარგი შედეგები აქვს.
ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენა და ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის აუცილებლობაზე გაამხვილა ყურადღება.
“ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში რეალური გამარჯვების შესაძლებლობაც კი იყო, დღევანდელ შედეგებს თუ გადავხედავთ. თუმცა დაქსასული ოპოზიციის პირობებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ”,- განცხადა ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა ასევე განაცახდა, რომ პარტიის ყველა იდეა არის ხელმისაწვდომი. კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მერიაში თანამდებობას, ვაშაძემ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
მანამდე კი „იმედის კვირის“ ეთერში კახა კალაძემ ოპონენტები შეაფასა და განსაკუთრებით გიორგი ვაშაძე გამოყო. თბილისის ახალი მერის განცხადებით, ვაშაძე იყო ის კანდიდატი, რომელმაც მერების წინასაარჩევნო დებატებში საქმესა და გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები