სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები