წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

 წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში კი, ქუთაისში, მეორე ტური გაიმართება. ქუთაისში, 124 უბნიდან 124 -ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 48,66%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 27,03% აიღო. კერძოდ, გიორგი ჭიღვარიას მხარი 25 350–მა ამომრჩეველმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 14084 –მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ კანდიდატს მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები