მარტვილში მარკირების შემოწმების ფარანი არ აღმოჩნდა, დუშეთში კი მაჟორიტარული სახის ბიულეტენები ნახეს – ცესკო დარღვევებზე
„დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები“, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
ამასთან, ანა მიქელაძემ მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებაც ისაუბრა.
კერძოდ, მიქელაძის ინფორმაციით, მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩნდა მარკირების შემოწმების ფარანი.
„დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით, დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი, საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.