ეკა ბესელია: ამიტომ ვართ ჩვენ მარნეულში, რომ მშვიდი გარემო იყოს უზრუნველყოფილი
“ჩვენს ინტერესებშია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს რაც შეიძლება მშვიდად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
ბესელიამ ამომრჩეველს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. არავის, პირველ რიგში, ჩვენ არ გვინდა და არ გვჭირდება ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენს ინტერესებშია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს რაც შეიძლება მშვიდად, ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, რომ არათუ ხელი შეუწყოს დაძაბულობის გამოწვევას, არამედ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ მშვიდ გარემოში მისცენ ხმა იმას, ვისაც ენდობიან.
ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ეს მშვიდი გარემო იყოს უზრუნველყოფილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში 58-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.