კახეთში ამომრჩეველთა 16, 7 %-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
12.00 საათის მონაცემებით, კახეთში ამომრჩეველთა 16, 7 %-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ურნებთან კახეთის 50 668 მოქალაქე გამოცხადდა.
12.00 საათის მონაცემებით, კახეთის სხვადასხვა რაიონებში ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება: საგარეჯოში საარჩევნო უბანზე 7181 მოქალაქე უკვე მივიდა, რაც 15, 6 % სიღნაღში – 5077 მოქალაქე, 16,9 % გურჯაანში – 9101 ამომრჩეველი, 17, 3 % დედოფლისწყაროში – 3521 მოქალაქე, 16 % ლაგოდეხში – 6730 ამომრჩეველი, 17, 4 % ყვარელში – 5334 ამომრჩეველი, 18, 7 % თელავში – 8917 მოქალაქე, 16 % ახმეტაში – 4807 ამომრჩეველი, 16 %.