ირმა ინაშვილი: ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ტარდებოდეს
“პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ხმა ვაკის N49 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ქართული ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, კულტურის, ისტორიის დაცვასა და რწმენის შენარჩუნებაზე გააკეთა da მისი მთავარი სურვილია იხილოს ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს და სადისტებს.
“ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და არ რჩებოდეს შეკითხვები არჩევნების შემდეგ. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ჯერ მიდის პროცესი. საერთოდ, არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე, სულ სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. დღეს მინდა, ვნახო არა ის კინო, რომელიც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, სადისტებს, ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს, საქართველოს პროგრესსა და განვითარებას”, -განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატმა.