დავით სერგეენკო: ხმა მივეცი ქალაქს, რომელიც იქნება განვითარებისკენ მიმართული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა საბურთალოს ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან არჩევანი განვითარებისკენ მიმართულ ქალაქზე გააკეთა.
„დღეს ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს – ისეთ ქალაქს, სადაც მარტო არავინ იქნება მიტოვებული თავის გაჭირვებასთან. ხმა მივეცი უსაფრთხო ქალაქს, სადაც დაცული იქნება ეკოლოგია, სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის უფლება და ხმა მივეცი ქალაქს, რომელიც იქნება განვითარებისკენ მიმართული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები