სოზარ სუბარი: ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე თბილისს

0

დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მინისტრი საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. სოზარ სუბარმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ხმა მივეცით ძლიერ თვითმმართველობასა და ისეთ საქართველოს, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. ხმა მივეცით სიცოცხლით სავსე თბილისსა და სიცოცხლით სავსე ქვეყანას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი