ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს, დოქტორ ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც  საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიურად ფორუმზე უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები არიან წარმოდგენილი და მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეოთხედ დასახელდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო Think-tank-კონფერენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები