არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება და ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.
მისი თქმით, ახალ კონსტიტუციას უკვე აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, ვინაიდან მას აქვს საზოგადოების, ხუთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა.
„ამ კონსტიტუციას უკვე აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა პარლამენტში ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა სუბიექტმა. ასევე, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია არის პროგრესული და ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს პრაქტიკულად ვასრულებთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე ხელისუფლების ინტერესებზე მორგებული“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები