სოლომონ პავლიაშვილი UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  სოლომონ პავლიაშვილი  UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ტყის საინფორმაციო სისტემების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოში განხორციელებული პროექტის პლენარული შეხვედრისა და ბორჯომში ვიზიტის შედეგებზე იმსჯელეს.

საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და  სატყეო სექტორის რეფორმა ინტენსიურად ხორციელდება. ამ პროცესში GEF-ის დაფინანსებით გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომლის ძირითადი მიზანიც საინფორმაციო სისტემების დახვეწაში ქვეყნის დახმარებაა, რაც კონკრეტულად  ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფასა და გეომონაცემთა ბაზების მართვის გაუმჯობესებაში გამოიხატება. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობა, მათი გამჭვირვალობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

„მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პროექტი დაგვეხმარება გაიმართოს ტყისა და მიწათსარგებლობის მიმართულებით მონაცემთა საინფორმაციო ბაზები და გაუმჯობესდეს მონიტორინგი გაუდაბნოების, ტყის ხანძრების, მიწის დეგრადაციის, ტყეების მდგომარეობის და ბიომრავლფეროვნების სრულყოფილი მონიტორინგის ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია  გაუმჯობოსდეს სამინისტროსა და მასში შემავალ უწყებებს შორის მონაცემთა მართვისა და მიმოცვლის სისტემაც. დაგეგმილი ,,ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფრომაციისა და გადაწყვეტილებების მხარდამჭერი სისტემა ე.წ. (FLUIDS)”-ი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები