ირინა მილორავამ სემეკისთვის განხორციელებული ADB-ს პროექტი შეაჯამა

წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით სემეკის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, „აზიის განვითარების ბანკის” (ADB) პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები, ეკონომიკური რეგულირების საკითხები, ტარიფების დადგენისა და ფაქტობრივი დანაკარგების განსაზღვრის პრინციპები.
„აზიის განვითარების ბანკის” მხარდაჭერით, 2016 წლის სექტემბრიდან ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 1) ფარგლებში, მიმდინარეობდა პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“, რომელიც განახორციელეს კომპანია MVV Decon და Grant Thornton-მა.
პროექტის მიზანი იყო სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა წყალმომარაგების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობის შესრულების მონიტორინგი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოცემული პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სემეკის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსები ევროპის სხვადასხვა წამყვან მარეგულირებელ ორგანიზაციებში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები