ლევან იზორია საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის დელეგაციასთან ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ალ-ბანიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გააქტიურებს.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე გამახვილდა.

საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები