სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები