ნაძალადევში 70 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, რეაბილიტაცია 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ 45 443 კვ.მ ფართობზე შესრულდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, მიმდინარე წელს სახურავების რეაბილიტაციის 85 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 062 757 ლარი გამოიყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე რეაბილიტაცია კიდევ ოთხ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

პარალელურად, კორპუსებში წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეების შეკეთება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, მსგავსი პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები