საკრებულოს გადაწყვეტილებით, პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები გასხვისდა
პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა, ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ამასთან, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მეტრი ფართობი ტერიტორიის პრივატიზების საკითხს საკრებულოს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა. თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონისთვის სარწყავი სისტემა მოეწყობა, პუშკინის სკვერთან – მიწისქვეშა ავტოსადგომი.