„ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვეტოს დაძლევაზე”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის ყველანაირი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.
„რასაკვირველია, ჩვენ კონსენსუსის მოლოდინში არ ვიყავით, თუმცა იმედი გვქონდა, რომ ვენეციის კომისიის დადებითი შეფასების შემდეგ მაინც იქნებოდა ეს შესაძლებელი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კიდევ შეიძლება დაიხვეწოს კონსტიტუციის პროექტი.
„პრეზიდენტმაც პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა. ვფიქრობ, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიას გააჩნია, იგნორირებულია. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვეტოს დაძლევაზე. ვფიქრობ, რომ ამასთანავე არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს პროექტი. მინუსად არ მიმაჩნია, პირიქით, ეროვნული ინტერესების გამოხატვაა ის, რომ ჩვენ შეიძლება ახალი ინიციატივით შემოვიდეთ გარკვეულ ცვლილებებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში გარკვეული გულდაწყვეტაა გამოხატული, რომ პროპორციული სისტემა მხოლოდ 2024 წელს იქნება, მაგრამ იქვეა მითითებული, რომ ბლოკების სისტემის შემოღება, ბარიერის მნიშვნელოვანი დაწევა და აგრეთვე ბონუსების სისტემის გაუქმება არის ის დამაბალანსებელი ფაქტორები, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები