ფიქრია ჩიხრაძე: მმართველი გუნდის მხრიდან დათმობაზე წასვლა დიდი სიკეთის მომტანი იქნება ქართული პოლიტიკისთვის

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მზად არის, მის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართოს.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან თანხმობისკენ მხოლოდ ერთი ნაბიჯია გადმოსადგმელი. მისივე თქმით, ადმინისტრაციის კარი დიალოგისთვის კვლავ ღიაა.
„მთელმა საზოგადოებამ დათმო ძალიან ბევრი რამ, მოტივირებულ შენიშვნებში ჩადო ხუთი წინადადება „ქართულ ოცნებაზე” დაყრდნობით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და მხოლოდ ერთი ნაბიჯია თანხმობისკენ გადმოსადგმელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი კარი ღიაა კვლავ დიალოგისთვის, ამ შემთხვევაში შანსი, რომელზედაც ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ მათ ხელშია. იმიტომ, რომ ბევრი დათმობის საპასუხოდ, მათ მცირეოდენი დათმობა უნდა განახორციელონ, ეს დიდი სიკეთის მომტანი იქნება ქართული პოლიტიკისთვის”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები