აშშ-ში საქართველოს საელჩოში ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე: „Taste Georgia: A Food and Wine Journey in the Caucasus”,  კარლა კაპაბლოს წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და წიგნის ავტორმა კარლა კაპაბლომ მიმართეს. პრეზენტაციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ კარლა კაპაბლოს წიგნის რეცეპტებით მომზადებული კერძები და ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.

აღსანიშნავია, რომ ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნის ავტორი ცნობილი ჟურნალისტია, რომლის სტატიები და ფოტომასალა მსოფლიო დონის ჟურნალ-გაზეთებში რეგულარულად ქვეყნდება. კარლა კაპაბლო წიგნის წერის პროცესში, ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველოს ხშირად სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები