დავით ბაქრაძე ფილადელფიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ელჩმა სავაჭრო პალატაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, სადაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძემ და აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ,  პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს. საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ფილადელფიის საკონსულო კორპუსის ასოციაციის პრეზიდენტთან და შტატში საერთაშორისო ბიზნესწრის გავლენიან წარმომადგენელ პიტერ ლონგსტრესთან. ელჩმა თანამედროვე სტანდარტების ინოვაციისა და ბიზნეს ინკუბატორი Pennovation Center მოინახულა.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია ფილადელფიის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ანსამბლ„მამულის“ აღსაზრდელები დელეგაციის წევრებს ქართული ცეკვით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები