„თბილისობასთან“ დაკავშირებით, ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვალა

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი დროებით შეიცვალა. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები