თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის ბაღში

8 ოქტომბერს, 14 საათზე  მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე  პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თბილისობის დღესასწაულისადმი   მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიება გაიმართება  მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის   მოსწავლეების  მონაწილეობით.

გამოიფინება სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების  მოსწავლეების ნამუშევრები,  შედგება ფოტოხელოვნების წრის აღსაზრდელების ფოტოგამოფენა.  გაიმართება მინი-ტურნირი ჭადრაკში, ერთდროული თამაშის სეანსი რამდენიმე დაფაზე.

შედგება   კონცერტი მუსიკალური მიმართულების  ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ანსამბლ  „მზიურის“, მევიოლინეთა ანსამბლ „ სი-მის“,  ფოლკლორული  ანსამბლების მონაწილეობით,  ქართულ ხალხურ  ცეკვებს შეასრულებენ  ქორეოგრაფიული  ანსამბლები „თამარიონი“, „ლაშქარი“, „ფერხული“, „ შევარდენი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები