დავით უთმელიძემ საბურთალოს მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა

„ქართულიოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობას „თბილისობის“ სახალხოდღესასწაულიმიულოცა.

თავდაპირველად, მაჟორიტარობის კანდიდატი,შვილებთან ერთად საბურთალოზე  ბუკიას ბაღს ესტუმრა, შემდეგ კი ქალაქში გამართულსხვა ღონისძიებებსაცდაესწრო.დავით უთმელიძემ ჭადრაკის სამოყვარულო შეჯიბრშიცმიიღო მონაწილეობა.

„მსურს, ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს მივულოცო ყველასთვის საყვარელი დღესასწაული. „თბილისობა“ ესაა ღიმილის, მისალმებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციული დღე, რომელსაც ყველა სიხარულით ვხვდებით, ვზეიმობთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გისურვებთ მრავალ ბედნიერ დღეს!“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები