გურჯაანში პირველად ღვინის ფესტივალი გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულმა კახეთში სწორედ გურჯაანში აიღო სტარტი და წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიროგი ჩოგოვაძემ,ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ერთად გახსნეს.

გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარებისა და ქართული ტრადიციების გაცნობა საზოგადოებისთვის.

„ღვინის დღე, ღვინის კვირეულად გადაიქცა უკვე ბოლო წლებია და უკვე გურჯაანიც დაემატა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ამ რთველის მიწურულს, რომელიც ასე სასიამოვნოდ ჩატარდა მევენახეებისთვისაც და მეღვინეებისთვისაც, თითოეული მათგანი აქ არის წარმოდგენილი და ერთად აღვნიშნავთ ღვინის დღეს, ერთად ვსვათ წლევანდელი ღვინის სადღეგრძელოს,“-აღნიშნა გღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ გურჯაანში ღვინის ფესტივალის ჩატარება ტრადიციად იქცევა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად გამეორდება და ღვინის ტურიზმი როგორც მოგეხსენებათ, არის და დარჩება ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ იმას, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი კიდევ უფრო გაიზარდოს და გამდიდრდეს,“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა მობრძანებულ სტუმრებსა და ფესტივალში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და გურჯაანში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

„ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, გურჯაანში პირველად ტარდება ღვინის ფესტივალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის.

გურჯაანი მეღვინეობისა და მევენახეობის გულია და ეს ტრადიცია აუცილებლად დაფუძნდება და ყოველწლიურად აღინიშნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილესა და ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულიღვინისდღეპირველად 2014 წელსაღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები